ვოლოდიმირ ზელენსკი - ყირიმიდან ხარკოვამდე რუსეთის არმიას არ აქვს და არ ექნება არცერთი უსაფრთხო ბაზა - ჩვენი დამცველები გაანადგურებენ ოკუპანტების ყველა საწყობს, შტაბს, მათ აღჭურვილობას

ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალები, ჩვენი სპეცსამსახურები, ჩვენი დაზვერვა ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ყოველი რუსი სამხედრო აუცილებლად გრძნობდეს უკრაინულ პასუხს ამ საშინელ ტერორზე, რომელიც რუსეთმა მოიტანა ჩვენს მიწაზე, - ამის შესხებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინელი სამხედროები გაანადგურებენ ოკუპანტების ყველა საწყობს, შტაბსა და აღჭურვილობას.

„უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ყირიმიდან ხარკოვის ოლქამდე, რუსეთის არმიას არ აქვს და არ ექნება არცერთი უსაფრთხო ბაზა, არცერთი წყნარი ადგილი. ჩვენი დამცველები გაანადგურებენ ოკუპანტების ყველა საწყობს, შტაბს, მათ აღჭურვილობას, სადაც არ უნდა იყოს ისინი განთავსებული. სევასტოპოლის მახლობლად - მაშინ სევასტოპოლის მახლობლად. ლუგანსკთან - მაშინ ლუგანსკთან ახლოს. ეს არის უკრაინული მიწა და ოკუპანტებს მხოლოდ ორი რამ შეუძლიათ - გაქცევა ან დანებება. ჩვენ მათ სხვა ვარიანტს არ ვუტოვებთ”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ამჟამად, აქტიური საომარი მოქმედებები ფრონტის თითქმის მთელ ხაზზე მიმდინარეობს - სამხრეთით, ხარკოვის ოლქსა და დონბასში.

„რუსეთის სამხედრო სარდლობას დაევალა დონეცკის ოლქის აღება აგვისტოს ბოლომდე. ხვალ უკვე აგვისტოს ბოლოა. დონბასში კი უკრაინის დროშა ფრიალებს და უკრაინელი გმირები არიან. ყველაფრის მიუხედავად, რუსეთის მხრიდან უწყვეტი ცეცხლის მიუხედავად, მიუხედავად ოკუპანტების მცდელობისა იქ დაქირავებულები და მსჯავრდებულები გაგზავნოს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა