აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - უკრაინაში ყალბი „რეფერენდუმებისთვის“ მზადებას კრემლის ოფიციალური პირი ხელმძღვანელობს

რუსეთის მცდელობებს, მოაწყოს ყალბი „რეფერენდუმები“ უკრაინის ოკუპირებულ ნაწილებში, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციისუფროსის პირველი მოადგილე, სერგეი კირიენკო ხელმძღვანელობს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთმა ხერსონში, ზაპოროჟიეში, ე.წ. „დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში“ და ხარკოვის ნაწილებში ყალბი რეფერენდუმები, შესაძლოა, უახლოეს კვირებში მოაწყოს.

„ველით, რომ რუსეთი ამ რეფერენდუმის შედეგებით მანიპულირებას მოახდენს, რათა თვალთმაქცურად განაცხადოს, რომ უკრაინელ ხალხს სურს, რუსეთს შეუერთდეს“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

ვიტალი ბალა - უკრაინელი ხალხის რუსული აგრესიის წინააღმდეგ 1428-დღიანი ბრძოლის მთავარი შედეგი ისაა, რომ რუსეთმა უკრაინა მუხლებზე ვერ დააჩოქა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.01.2026
შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი