ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში სერგეი ლავროვს შეხვდება

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰუსეინ ამირ‑აბდოლაჰიანი რუსეთში ჩადის, - ინფორმაციას მედია საშუალებები ირანის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებენ.

ჰუსეინ ამირ‑აბდოლაჰიანის განცხადებით, მისი ვიზიტი მოსკოვში ძირითადად მიმართული იქნება უკრაინის კრიზისის მოგვარების ხელშეწყობაზე.

ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მტკიცებით, დასავლეთის რამდენიმე სახელმწიფომ თეირანს სთხოვა აქტიური როლი შეასრილოს უკრაინა-რუსეთის კონფლიქტის მოგვარებაში.

მისი თქმით, ვიზიტის დღის წესრიგში ასევე იქნება ორმხრივი ურთიერთობებისა და ავღანეთის საკითხის განხილვა.

ჰუსეინ ამირ‑აბდოლაჰიანი მოსკოვში ოთხშაბათს გაემგზავრება. მოსალოდნელია, რომ ის მოლაპარაკებებს გამართავს რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა