დმიტრო კულება - უკრაინის გამარჯვება ამ ომში არის მისი ტერიტორიული მთლიანობის სრული აღდგენა, სადაც ეს შესაძლებელია სამხედრო გზით და სადაც შესაძლებელია - დიპლომატიურით

უკრაინის გამარჯვება რუსეთის ფედერაციასთან ომში იქნება მისი ტერიტორიული მთლიანობის სრული აღდგენა და არა 24 თებერვლის პოზიციებზე დაბრუნება, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

„24 თებერვლის პოზიციებზე დაბრუნება არის იმ წამების გაგრძელება, რომელშიც უკრაინა 2014 წლიდან 2022 წლამდე ცხოვრობდა. უკრაინის გამარჯვება ამ ომში არის მისი ტერიტორიული მთლიანობის სრული აღდგენა, სადაც ეს შესაძლებელია სამხედრო გზით და სადაც შესაძლებელია - დიპლომატიური საშუალებებით“, - აღნიშნა კულებამ.

მისი თქმით, ამის შემდეგ დადგება ომის შემდგომი ფაზა.

„შემდეგ დადგება ომის მეორე ეტაპი - ეს იქნება ომის დანაშაულების, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების, აგრესიის დანაშაულის ჩამდენი პირების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა და კომპენსაციის გადახდა“, - განაცხადა კულებამ.

ანდრო გოცირიძე - საქართველო დღეს ბევრად უფრო დაუცველია, ვიდრე, მაგალითად, ათი წლის წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 10.02.2025
პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
„ბიბლუსში“ თიბისის ხანგრძლივი ქეშბექ კამპანია დაიწყო - 20%-იანი ქეშბექი თიბისის მოსწავლის ბარათის ან ახალი თიბისი ბარათის მქონე სტუდენტებისთვის „ბიბლუსის“ სრულ ასორტიმენტზე
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო