უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ორი მიმართულებით სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობს

ბახმუტისა და ავდიივკას მიმართულებებით სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.

„დონეცკის მიმართულებით მტერი არ წყვეტს მცდელობას, დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარს მიაღწიოს. ამჟამად, სასტიკი ბრძოლები გრძელდება ბახმუტისა და ავდიივკას მიმართულებებით, კოდემის, ზაიცევოს, პესკოვის, პერვომაისკის და მარინკას ტერიტორიაზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გენშტაბის ცნობით, ბახმუტის მიმართულებით, სხვადასხვა ტიპის არტილერიით დაიბომბა ბახმუტის, სოლედარის, იაკოვლევკას, ზაიცევოს, მაიორსკის და კოდემას ახლომდებარე ტერიტორიები.

„შეტევითი მოქმედებებით მტერი ცდილობდა წინსვლას ბახმუტის, ვესელა დოლინასა და ზაიცევოს მიმართულებით, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია და უკან დაიხია. ის ცდილობს კონტროლი დაამყაროს კოდემას დასახლებაზე, ბრძოლა გრძელდება“, - აცხადებენ გენერალურ შტაბში.

მათივე ცნობით, მოწინააღმდეგე შეტევითი მოქმედებებით ცდილობდა ტაქტიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას კრასნოგოროვკასა და მარინკას მიმართულებით, მაგრამ დანაკარგები განიცადა და უკან დაიხია. კრამატორსკის მიმართულებით მტერმა ნაღმტყორცნებით, ტანკებით, ქვემეხებითა და სარაკეტო არტილერიით დაბომბა ვესელოეს, ბერესტვოეს, ბოგოროდიჩნოეს, ტატიანოვკას, ზაკიტნოიეს, მალაია პისკუნოვკას, გრიგოროვკას, ვერხნეკამენსკოეს, სპორნოეს, ივანო-დარიევკას ახლომდებარე ტერიტორიები.

ამასთან, უწყებაში აცხადებენ, რომ ხარკოვის მიმართულებით რუსულმა ძალებმა ქვემეხებიდან და სარაკეტო არტილერიიდან დაბომბეს დუვანკას, კლინოვაიას, სოსნოვკას, დემენტეევკას, რუსკაია ლოზოვაიას, რუსკი და ჩერკასი ტიშკის, ცირკუნის, პეტროვკას, სტარი სალტოვის, პობედას, შესტაკოვოს, ნორცოვკასა და შეველევკას დასახლებების ტერიტორიები.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს