პიტერ სიიარტო - ევროკავშირი რუსეთთან ვიზების გამარტივებული წესით გაცემაზე შეთანხმებას გააუქმებს, თუმცა სრული აკრძალვა არ იქნება

ევროკავშირი რუსეთთან ვიზების გამარტივებული წესით გაცემაზე შეთანხმებას გააუქმებს, თუმცა სრული აკრძალვა არ იქნება, - ამის შესახებ ინფორმაციას უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო ავრცელებს.

მისი თქმით, ევროკავშირის ქვეყნებს შორის არ არსებობს ერთსულოვნება ვიზების გაცემაზე სრულად აკრძალვის შესახებ. მინისტრმა აღნიშნა, რომ უნგრეთი, სხვა წევრ სახელმწიფოებთან ერთად, ეწინააღმდეგება რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო აკრძალვას.

სიიარტოს განცხადებით, ბლოკი შეაჩერებს რუსეთთან შეთანხმებას, რომელიც ვიზების გაცემას ამარტივებდა 2007 წლიდან მოყოლებული.

დღეს ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა მიაღწიონ შეთანხმებას რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების შესაძლო აკრძალვაზე. ამ საკითხს პრაღაში ევროკავშირის მინისტრების დღევანდელი შეხვედრის მეორე პანელზე განიხილავენ.

მანამდე იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის განსხვავებული მოსაზრებებია რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შესაძლო აკრძალვის შესახებ.

რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ვიზების გაცემის სრული აკრძალვის დაწესებას არაერთი ქვეყანა, კერძოდ, საფრანგეთი და გერმანია ეწინააღმდეგება.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა