ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის მასშტაბით რუსული სახელმწიფო ტელეარხების აკრძალვას ითხოვს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირს მოუწოდა, აკრძალოს როგორც რუსული სახელმწიფო ტელეარხები, ასევე აღნიშნულ მედიებში მომუშავე პროპაგანდისტები.

„არც ერთი რუსული პროპაგანდისტი არ უნდა დარჩეს ევროკავშირის ტერიტორიაზე. არც ერთ რუსულ სახელმწიფო ტელეარხს არ უნდა მიეცეს უფლება გააგრძელოს მუშაობა ევროკავშირის ტერიტორიაზე", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა პრაღაში „ფორუმი 2000-ის“ ღონისძიებაზე ვირტუალური გამოსვლისას.

ცნობისთვის, ჯერ კიდევ მარტში, გაერთიანებული სამეფოს მარეგულირებელმა უწყებამ „Ofcom“-მა რუსეთის მთავრობის კუთვნილი ტეელარხის „RT“-ის ბრიტანული მაუწყებლობის ლიცენზია გააუქმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა