უკრაინელმა სამხედროებმა, გასული დღის განმავლობაში, სამხრეთის მიმართულებით 201 რუსი ოკუპანტი, 12 ერთეული T-72 ტანკი და 18 ჯავშანმანქანა, ასევე საბრძოლო მასალის 6 საცავი გაანადგურეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ოპერატიულ სარდლობა „სამხრეთზე“ დაყრდნობით ავრცეებს.
„ჩვენს ოპერატიულ ზონაში ვითარება კვლავ მძიმეა, თუმცა მას თავდაცვის ძალები აკონტროლებენ. მტერი აგრძელებს საბრძოლო მოქმედებების ჩატარებას მისი ქვედანაყოფების შემადგენლობისა და პოზიციის მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების ავიაციამ 24 დარტყმა მიაყენა მტრის კონცენტრაციის ადგილებს, მის ძალებსა და საშუალებებს, სამეთაურო პუნქტებს, ლოგისტიკურ ცენტრებს, სატრანსპორტო მარშრუტებსა და საბრძოლო პოზიციებს.
„მტრის დანაკარგებია: 201 სამხედრო, 12 ერთეული T-72 ტანკი და 18 ჯავშანმანქანა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ამასთან, ოპერატიულ სარდლობაში აცხადებენ, რომ უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს მოწინააღმდეგის საბრძოლო მასალის ექვსი საცავი ბერისლავის, გენიჩესკის და ხერსონის რაიონებში.