უკრაინის გენშტაბი - მტრის ძალისხმევა კონცენტრირებულია დონეცკის ოლქის ტერიტორიაზე სრული კონტროლის დამყარებაზე

მტრის ძალისხმევა კონცენტრირებულია დონეცკის ოლქის ტერიტორიაზე სრული კონტროლის დამყარებაზე, აგრეთვე ლუგანსკის, დონეცკის, ხერსონის, ხარკოვის, ზაპოროჟიეს და მიკოლაივის ოლქების მიტაცებული ტერიტორიების შენარჩუნებაზე, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, მოწინააღმდეგე უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე საჰაერო და სარაკეტო დარტყმებს აგრძელებს.

„სევერსკის მიმართულებით, მტერმა, არტილერიის გამოყენებით დაბომბა სამოქალაქო და სამხედრო ინფრასტრუქტურა ჩერნიგოვის ოლქის კამენსკაია სლობოდასა და ჟელეზნი მოსტის დასახლებები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გენშტაბის ცნობით, ხარკოვის მიმართულებით, ტანკების, სამხედრო მანქანების, ქვემეხებისა და სარაკეტო არტილერიის გამოყენებით, მოწინააღმდეგემ ცეცხლი გაუხსნა უკრაინული ძალების პოზიციებს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას კლინოვოეს, დემენტიევკას, რუსკი ტიშკის, ველიკიე პროხოდის, პეტროვკას, პობედას, ბაირაკის, შეველოვკას დასახლებულ პუნქტებში და აგრძელებს საჰაერო დაზვერვის ჩატარებას უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით.

„სლავიანსკის მიმართულებით მტერმა ტანკების, არტილერიისა და მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემების გამოყენებით კრასნოპოლიეს, ვერნოპოლიეს, გრუშევახის დასახლებების ტერიტორიები დაბომბა და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით საჰაერო დაზვერვა განახორციელა. დონეცკის მიმართულებით მტერი აგრძელებს აქტიურ საომარ მოქმედებებს, ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირება ბახმუტისა და ავდიივკას მიმართულებებზეა. ის ცდილობს გააუმჯობესოს ტაქტიკური პოზიცია, აქტიურად ატარებს საჰაერო დაზვერვას“, - აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ცნობით, კრამატორსკის მიმართულებით მტერმა რამდენიმე დასახლებაში საარტილერიო ცეცხლი გახსნა.

„ბახმუტის მიმართულებით მტერმა დაბომბა სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა ბახმუტსკოეს, სოლედარის, იაკოვლევკას, მაიორსკის, დილეევკას დასახლებების ტერიტორიებზე. მტრის ქვედანაყოფები ცდილობდნენ შეტევითი ბრძოლების ჩატარებას ვესელაია დოლინას და ზაიცევოს დასახლებების ტერიტორიებზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გენშტაბის ცნობით, ავდიივკას მიმართულებით მტერმა ქვემეხებით, სარაკეტო არტილერიისა და ტანკების გამოყენებით დაბომბა ოპიტნოეს, პერვომაისკოეს, ნიუ-იორკის დასახლებების ტერიტორიები. საჰაერო დარტყმები მიაყენა ვრემოვკას, ნესკუჩნოესა და ალექსანდროპოლს.

„ნოვოპავლოვსკის მიმართულებით მტერმა ჩვენი ჯარების პოზიციები ტანკების, ქვემეხების და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების გამოყენებით დაბომბა ზოლოტაია ნივას დასახლების ტერიტორია და შეტევითი ბრძოლა ჩაატარა სოფელ ვოდიანეს მიდამოებში, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია. ზაპოროჟიეს მიმართულებით მტერმა უკრაინის დამცველების პოზიციებს არტილერიისა და ტანკების გამოყენებით ცეცხლი გაუხსნა ნოვოპოლის, ოლგოვსკოეს, გულიაიპოლეს, ნოვოდანილოვკას, ნოვოიაკოვლევკას, დოროჟნიანკას, ზელენოე პოლეს, ჩარივნის, ბელოგორიეს დასახლებებს“, - აცხადებენ გენშტაბში.

ამასთან, უწყების ცნობით, იუჟნობუჟსკის მიმართულებით მოწინააღმდეგემ რამდენიმე დასახლებაში სამოქალაქო და სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტები დაბომბა, უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით კი საჰაერო დაზვერვა ჩაატარა. აღნიშნული მიმართულებით, მოწინააღმდეგე თავისი ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის აღდგენას ცდილობს.

ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
გია ხუხაშვილი  - ხელისუფლება ქვეყნის საგარეო კურსთან მიმართებაში საბოტაჟის რეჟიმშია, ეს შეგნებულად კეთდება, სიბრიყვით თუ მენტალური პრობლემების გამო, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან შედეგი კატასტროფულია
Gulf Store-ის მე-100 მაღაზია გაიხსნა
Tether საქართველოს ბაზარზე სტარტაპში CityPay.io ინვესტირებით შემოდის
„სანტე“ მომხმარებელს ახალ პროდუქტს სთავაზობს
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს