„ენერგოატომი“- ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვის გამო ერთი ენერგობლოკი დაიხურა

უკრაინის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია „ენერგოატომის“ ინფორმაციით, რუსული ძალების მიერ განხორციელებული დაბომბვის გამო ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მეხუთე ენერგობლოკი დაიხურა, რომელიც ობიექტში ორი მოქმედი რეაქტორიდან ერთ-ერთია. ინფორმაცია ენერგოდარის მერმა, დმიტრო ორლოვმაც დაადასტურა და განაცხადა, რომ ენერგობლოკის დახურვის შემდეგ ავარიული დაცვის სისტემა გააქტიურდა.

შეგახსენებთ, ორლოვმა მანამდე განაცხადა, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია ელექტროსადგურამდე მისვლას ჯერჯერობით ვერ ახერხებს, რადგან რუსულმა ძალებმა წინასწარ შეთანხმებული მარშრუტები დაბომბეს.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
გიორგი კაჭარავა - რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“  შემთხვევაში  რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის