„წითელი ჯვარი“ - ზაპოროჟიეს ელექტროსადგურთან ბრძოლა უნდა შეჩერდეს - სადგურიდან გაჟონვის შემთხვევაში, ჰუმანიტარული დახმარების გაწევა რთული ან სულაც შეუძლებელი იქნება

„წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ ხელმძღვანელის, რობერტ მარდინის განცხადებით, ზაპოროჟიეს ელექტროსადგურთან ბრძოლა სასწრაფოდ უნდა შეწყდეს.

„ატომური სადგურიდან გაჟონვის შემთხვევაში, ჰუმანიტარული დახმარების გაწევა რთული ან სულაც შეუძლებელი იქნება და სწორედ ამიტომ ბრძოლა უნდა შეწყდეს. შესაძლოა, მასობრივი კატასტროფის სცენარი მივიღოთ და ასეთ შემთხვევაში, ძალიან მცირე რამის გაკეთება იქნება შესაძლებელი მისი საშინელი შედეგების შესამსუბუქებლად“, - აღნიშნა რობერტ მარდინიმ.

ის ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლების ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე დაგეგმილ ვიზიტს მიესალმა და ხაზი გაუსვა, რომ ამ და მსგავსი ობიექტების სამხედრო ოპერაციებისგან დასაცავად შესაბამისი ზომების გატარების დროა.

„ამიტომ, დროა შეწყდეს ცეცხლთან თამაში და გატარდეს კონკრეტული ზომები ამ ობიექტის და მისი მსგავსი ობიექტების სამხედრო ოპერაციებისგან დასაცავად. უმცირესმა არასწორმა გაანგარიშებამ შეიძლება გამოიწვიოს განადგურება, რომელსაც ჩვენ ათწლეულების განმავლობაში ვინანებთ“, - აღნიშნა „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ ხელმძღვანელმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია