ანდრეი ერმაკი - რუსებს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიის ვიზიტის ჩაშლა სურთ, ეს არის ტერორისტული ქვეყნის ქმედებები, რომელსაც ეშინია მსოფლიომ სიმართლე არ გაიგოს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი რუსეთს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიის დაბომბვაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მოსკოვს ეშინია, მსოფლიომ სიმართლე არ გაიგოს, ამიტომ სურს, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლების სადგურზე დაგეგმილი ვიზიტი ჩაშალოს.

„რუსეთმა დაბომბა ენერგოდარი და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია. მათ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიის ვიზიტის ჩაშლა სურთ. ეს არის ტერორისტული სახელმწიფოს ქმედებები, რომელსაც ეშინია მსოფლიომ სიმართლე არ გაიგოს. ყველაფერზე, რაც ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურსა და ენერგოდარში ხდება, პასუხისმგებელი რუსეთია“, - წერს ერმაკი „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ დღეს რუსულმა ძალებმა წინასწარ შეთანხმებული მარშრუტები დაბომბეს, რომლის საშუალებითაც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია ელექტროსადგურამდე უნდა მისულიყო.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო