დმიტრო კულება - ევროკავშირის გადაწყვეტილებით, არგუმენტი, რომ ეს არის პუტინის ომი და ყველა სხვა უდანაშაულოა, წარსულში დარჩა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ 31 აგვისტოს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს გადაწყვეტილება რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო პოლიტიკის შეცვლის შესახებ დადებითად შეაფასა. ამის შესახებ კულებამ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, თუკი ევროკავშირის გადაწყვეტილება კეთილსინდისიერად შესრულდება, ეს ყველაფერი მაქსიმალურად მიუახლოვდება იმას, რაც უკრაინას სურდა. მანვე დასძინა, რომ საუბარია არა მხოლოდ შეთანხმების შეჩერებაზე, არამედ მთელ რიგ სხვა მნიშვნელოვან ნაბიჯებზე.

„თუ გუშინდელი გადაწყვეტილება სათანადოდ და კეთილსინდისიერად განხორციელდება ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს მიერ, მაშინ ეს გადაწყვეტილება მაქსიმალურად მიუახლოვდება იმას, რაც უკრაინას სურდა“, - განაცხადა მინისტრმა.

კულებას განცხადებით, შეხვედრაზე ასევე მნიშვნელოვანი გარდამტეხი მომენტი მოხდა ევროკავშირის მიერ რუსული აგრესიის აღქმაში.

„ყველაზე მნიშვნელოვანი გარდამტეხი მომენტი, რაც გუშინ მოხდა, არის იმის გააზრება, რომ არგუმენტი, რომ ეს არის პუტინის ომი და ყველა სხვა უდანაშაულოა, წარსულში დარჩა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ახლა, რუსეთის აგრესიის აღქმაში ამ ბარიერის გარეშე, ჩვენ ბევრად უფრო ძლიერი გადაწყვეტილებების მიღებას შევძლებთ“, - დასძინა კულებამ.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა