დიმიტრი პესკოვის განაცხადებით, ევროკავშირის გადაწყვეტილება რუსი ტურისტებისთვის გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ „სასაცილოა“

კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განაცხადებით, ევროკავშირის გადაწყვეტილება რუსი ტურისტებისთვის გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ „სასაცილოა“. მისივე თქმით, ეს „ცუდია რუსეთის მოქალაქეებისთვის“.

„ეს ცუდია რუსებისთვის, რადგან ვიზის მოპოვებას, სავარაუდოდ, უფრო მეტი დრო დასჭირდება და უფრო რთული იქნება. რა თქმა უნდა, ამ შეთანხმებიდან გასვლა ევროპელებისთვისაც გაართულებს სიტუაციას”, - აღნიშნა პესკოვმა.

შეგახსენებთ, გუშინ, პრაღაში ორდღიანი არაფორმალური შეხვედრის შემდეგ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ევროგაერთიანებასა და რუსეთს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმების სრულად შეჩერების შესახებ პოლიტიკურ კონსენსუსს მიაღწიეს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი