უკრაინელებმა სამხრეთით ოკუპანტების საბრძოლო მასალის ხუთი საცავი გაანადგურეს

უკრაინელმა დამცველებმა, გასული დღის განმავლობაში, სამხრეთის მიმართულებით რუსი ოკუპანტების საბრძოლო მასალის ხუთი საცავი გაანადგურეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ოპერატიულ სარდლობა "სამხრეთზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

„სიტუაცია სტაბილურად რთულია, მაგრამ კონტროლირებადი. გრძელდება მტრის მარაგების, რეზერვებისა და სამეთაურო პუნქტების განადგურება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ოპერატიულ სარდლობაში აცხადებენ, რომ გასული დღის განმავლობაში, უკრაინულმა ავიაციამ მოწინააღმდეგეს 18 დარტყმა მიაყენა.

„ჩვენმა სარდლობამ 18 დარტყმა მიაყენა მოწონააღმდეგის სამეთაურო და საყრდენ პუნქტებს, საბრძოლო, საწვავი და საპოხი მასალების საწყობებს, ლოგისტიკურ და სატრანსპორტო ობიექტებს. სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა მთელი რიგი საცეცხლე ოპერაციები შეასრულეს “, - ნათქვამია ანგარიშში.

სარდლობაში აცხადებენ, რომ გასული დღის განმავლობაში მტრის დანაკარგებმა შეადგინა 102 სამხედრო, 6 ტანკი, ჰაუბიცა „მსტა-ბ“, „გრადის“ ტიპის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 120 მმ-იანი მობილური ნაღმტყორცნები, 8 ერთეული ჯავშანტექნიკა.

„ამასთან, განადგურებულია საბრძოლო მასალის 5 საცავი ბაშტანსკის, ბერისლავსკის და ხერსონის ტეროტორიებზე", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს