უკრაინის გენშტაბი - რუსები იბრძვიან, რათა ხარკოვის ოლქში ლოგისტიკურ მარშრუტებზე კონტროლი არ დაკარგონ

უკრაინის გენშტაბი - რუსები იბრძვიან, რათა ხარკოვის ოლქში ლოგისტიკურ მარშრუტებზე კონტროლი არ დაკარგონ

სლობოჟანსკის მიმართულებით მტერი ატარებს საბრძოლო მოქმედებებს ხარკოვის ოლქში ოკუპირებულ საზღვრებსა და ლოგისტიკურ მარშრუტებზე კონტროლის დაკარგვის თავიდან ასაცილებლად, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, მოწინააღმდეგე ცდილობს, უკრაინის ჯარის თავდაცვაში სუსტი წერტილები იპოვოს და გაიუმჯობესოს ტაქტიკური მდგომარეობა.

„ხარკოვის მიმართულებით მტერმა ტანკებიდან, ქვემეხებიდან და სარაკეტო არტილერიიდან დაბომბა უდის, რუსკიე ტიშკის, ჩერკასკიე ტიშკის, პიტომნიკის, ბოლშოი პროხოდის, სტარი სალტოვის, პეტროვკას, პობედას, დემენტეევკას, პრიშიბის დასახლებების ტერიტორიები“, - აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ცნობით, საოკუპაციო ძალებმა საჰაერო დარტყმები განახორციელეს შესტაკოვოს, ბაირაკის, რუსკიე ტიშკის და ვესელოეს დასახლებების ტერიტორიებზე.