„ენერგოატომი“ - რუსები ყველაფერს აკეთებენ, რომ ატომური ენერგიის სააგენტო ზაპოროჟიეს სადგურზე რეალურ ფაქტებს არ გაეცნოს - მისიას მიუკერძოებელი შეფასების გაკეთება გაუჭირდება

უკრაინის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია „ენერგოატომი“ აცხადებს, რომ საერთაშორისო ინსპექტორებს ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე არსებული სრული სურათის ნახვის საშუალება არ ეძლევათ.

„რუსი სამხედროები ცრუობენ, მანიპულირებენ და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებულ რეალობას არასწორად წარმოაჩენენ“, - აცხადებენ კომპანიაში.

მათივე მტკიცებით, ოკუპანტები ყველა ღონეს ხმარობენ, რათა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გუნდი ადგილზე ფაქტებს არ გაეცნოს.

„უკრაინელი და უცხოელი ჟურნალისტები სადგურზე არ შეუშვეს და მისიას რუსი პროპაგანდისტები ახლდნენ თან“, - აცხადებენ „ენერგოატომში“.

მათივე მტკიცებით, საერთაშორისო ინსპექტორებს ასევე ხელი შეუშალეს კრიზისული ცენტრის მონახულებაში, სადაც, სავარაუდოდ, სამხედრო პერსონალი იმყოფება.

„დამპყრობლებმა განზრახ დაბლოკეს ფიჭური კომუნიკაციები და ინტერნეტი ენერგოდარში, რათა ხელი შეუშალონ სურათებისა და ვიდეოების გადაგზავნას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან“, - აცხადებენ კომპანიაში.

„ენერგოატომის“ შეფასებით, აღნიშნული პირობები ნიშნავს, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე არსებული მდგომარეობის შესახებ მიუკერძოებელი შეფასების გაკეთება გაუჭირდება.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო