მიხეილ სარჯველაძე - პირადად ჩემი პოზიციაა, რომ ელჩების დანიშვნის საკითხზე მთავრობის სარჩელზე წარმოება უნდა გაგრძელდეს

თუ პრეზიდენტი და მთავრობა ერთ აზრზე იქნებიან, სამართლებრივი კაზუსის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტა საჭირო არ იქნება, მაგრამ თუ ეს საკამათო იქნება, საჭირო იქნება, საკითხი საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვიტოს - ეს დამოკიდებულია მოვლენების განვითარებაზე, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში ელჩების დანიშვნის საკითხზე მთავრობის მიერ პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელის თაობაზე განაცხადა.

სარჯველაძის თქმით, პირადად მისი პოზიციაა, რომ სარჩელზე წარმოება უნდა გაგრძელდეს.

„კონსტიტუცია ელჩის დანიშვნისას პრეზიდენტის სიმბოლურ დატვირთვას ითვალისწინებს. როცა დანიშვნა ხდება, სრულ პასუხისმგებლობას მთავრობა იღებს, რომელიც საგარეო პოლიტიკის წარმმართველია. პრეზიდენტს ნომინალურად უფლება აქვს ელჩის დანიშვნას ხელი მოაწეროს. არ მგონია, აქ ვითარების დრამატიზება იყოს საჭირო. მთელმა ამ პერიოდმა წარმოაჩინა, რომ ადგილი ჰქონდა სპეკულაციებს, რადგან ბევრი იყო საუბარი პრეზიდენტის დამორჩილებაზე, რაც მტკნარი ტყუილი აღმოჩნდა. იმ ოპოზიციას, ვინც საზოგადოებას ატყუებდა, ამის უნდა რცხვენოდეს, რადგან ადგილი აქვს კომპეტენციებზე სამართლებრივი კაზუსის გადაჭრას. თუ ეს საკითხი დარეგულირდება, საკამათო არაფერი იქნება, ნორმალურ კალაპოტში ჩადგება ანუ თუ პრეზიდენტი და მთავრობა ერთ აზრზე იქნებიან, მაშინ სამართლებრივი კაზუსის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტის საჭიროება არ იქნება, მაგრამ თუ ეს საკამათო იქნება და ჩიხებს შექმნის, მაშინ საჭირო იქნება საკითხი საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვიტოს. ეს დამოკიდებულია მოვლენების განვითარებაზე, თუმცა მე პირადად მგონია, რომ საკონსტიტუციო სარჩელზე წარმოება უნდა გაგრძელდეს და გადაწყვეტილება იყოს მიღებული“, - განაცხადა სარჯველაძემ.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნა მიღწეული
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
1 დეკემბერი - შიდსის მსოფლიო დღე - შიდსის ჯანდაცვის ფონდი გვახსენებს - „ჯერ არ დასრულებულა“
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე