რუსეთის ელჩი - ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ორი თანამშრომელი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მუდმივად დარჩება

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გუნდის ორი წევრი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მუდმივად დარჩება, - ამის შესახებ რუსეთის ელჩმა ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში, მიხაილ ულიანოვმა განაცხადა.

„გენერალურმა დირექტორმა, რამდენიმე საათში, როგორც თავად დაადასტურა, მოახერხა გაცნობოდა ატომური ელექტროსადგურის მდგომარეობასთან დაკავშირებულ უმნიშვნელოვანეს პუნქტებს, თუმცა აქ უფრო საფუძვლიანი ექსპერტიზაა საჭირო. ამასთან დაკავშირებით ქარხანაში დარჩა სააგენტოს ექვსი თანამშრომელი, რომელიც სპეციალიზირებულია ბირთვული უსაფრთხოების სფეროში, ისინი იქ კიდევ რამდენიმე დღეს დარჩებიან, რის შემდეგაც ვენაში დაბრუნდებიან“, - განაცხადა ულიანოვმა.

მისი თქმით, აღნიშნული თანამშრომლებიდან ორი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მუდმივად დარჩება.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო