მედიის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დნიპროს მიმართულებით გასროლილი ხუთივე რუსული რაკეტა ჩამოაგდეს

რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქი „გრადის“ ტიპის რაკეტებით დაბომბეს, დაშავდა ერთი ადამიანი, - ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვალენტინ რეზნიჩენკო „ტელეგრამში“ წერს.

„ღამე ძალიან ხმაურიანი იყო. რუსებმა რეგიონს ფრთოსანი რაკეტებით, „გრადებითა“ და მძიმე არტილერიით შეუტიეს“, - წერს რეზნიჩენკო.

მისი თქმით, ოკუპანტებმა დნიპროს რაიონს ხუთი რაკეტა ესროლეს, თუმცა უკრაინელმა სამხედროებმა ხუთივე ჩამოაგდეს. რეზნიჩენკო ასევე იუწყება, რომ ოკუპანტებმა ნიკოპოლის რაიონი „გრადებითა“ და მძიმე არტილერიით დაბომბეს, თუმცა არავინ დაშავებულა ან დაღუპულა.

„თავდასხმას ნიკოპოლში ნგრევა არ მოჰყოლია. მარგანეცში კი დაზიანდა რამდენიმე სახლი, სამეურნეო შენობა, ავტომობილები და გაზსადენი", - განაცხადა რეზნიჩენკომ.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში