უკრაინის გენშტაბი - უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტების ცოცხალი ძალის კონცენტრაციის 10-ზე მეტ ადგილს დაარტყეს და მათი სარაკეტო სისტემები და ჯავშანმანქანები გაანადგურეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა მტრის ცოცხალი ძალის კონცენტრაციის 10-ზე მეტ ადგილს დაარტყეს, ოკუპანტების 3 საზენიტო სარაკეტო სისტემა და რამდენიმე ჯავშანმანქანა გაანადგურეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციაშია აღნიშნული.

„დღის განმავლობაში თავდაცვის ძალების ავიაციამ სახმელეთო ჯგუფების მოქმედებების მხარდასაჭერად 40-ზე მეტი გაფრენა განახორციელა, რომლის დროსაც განადგურდა მტრის რამდენიმე სამეთაურო პუნქტი და საბრძოლო მასალის საცავი. ამასთან, უკრაინულმა ძალებმა მტერს სარაკეტო დარტყმა „Bayraktar ТВ-2“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით მიაყენეს, რის შედეგადაც აფეთქდა საბრძოლო მასალები და ეკიპაჟებთან ერთად განადგურდა მოწინააღმდეგის 2 ჯავშანმანქანა“, - აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ცნობით, უკრაინის ჯარების სარაკეტო ჯარები და არტილერია აგრძელებს მოწინააღმდეგის მართვისა და კონტროლის სისტემის და ლოგისტიკური მხარდაჭერის მოშლას.

„აგრესორი გრძნობს ჩვენი ხალხის სულის უძლეველობას და უკრაინის მიწების გათავისუფლების წყურვილს. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია სამხრეთ რეგიონებში, სადაც ოკუპანტები აძლიერებენ ფილტრაციის ზომებს, რითაც ცდილობენ, შეასუსტონ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის პატრიოტული განწყობა“, - აცხადებენ გენერალურ შტაბში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს