ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ხერსონის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების ქმედებები რუსებისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა

უკრაინულმა ძალებმა ხერსონის ოლქში, როგორც ჩანს, მიაღწიეს ტაქტიკურ სიურპრიზს, რადგან ისარგებლეს რუსეთის შეიარაღებულ ძალებში არსებული ცუდი ლოგისტიკით, მართვითა და ხელმძღვანელობით, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ყოველდღიურ ანგარიშშია აღნიშნული.

„2022 წლის 29 აგვისტოდან უკრაინის შეიარაღებული ძალები ქვეყნის სამხრეთ ნაწილში განახლებულ შეტევით ოპერაციებს აწარმოებენ. ამ შეტევის ერთ-ერთი ელემენტია მუდმივი წინსვლა მდინარე დნიპროს დასავლეთით ფართო ფრონტზე, რომელიც ფოკუსირებულია რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხერსონის ოლქის სამ მიმართულებაზე. ოპერაციას აქვს შეზღუდული უშუალო მიზნები, მაგრამ უკრაინულმა ძალებმა, როგორც ჩანს, მიაღწიეს ტაქტიკური სიურპრიზის ხარისხს ისარგებლეს რა რუსეთის შეიარაღებულ ძალებში არსებული ცუდი ლოგისტიკით, მართვითა და ხელმძღვანელობით“, - აცხადებენ უწყებაში.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, იმის გამო, რომ დონბასისა და ხარკოვის სექტორებში ბრძოლები გრძელდება, უახლოეს დღეებში რუსი მეთაურებისთვის მთავარი გადასაწყვეტი საკითხი იქნება ის, თუ სად შეიყვანონ სარეზერვო ძალები, რომლის მობილიზებასაც შეძლებენ.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს