ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 49 500 ჯარისკაცია ლიკვიდირებული

ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 49 500 ჯარისკაცია ლიკვიდირებული, მათგან 450 ბოლო 24 საათში. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

უწყების ცნობით, უკრაინულმა მხარემ, რუსული ძალების ქვეყანაში შემოჭრის დღიდან მათი კუთვნილი სხვადასხვა სახის ტექნიკა გაანადგურა.

„უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს: 2049 ტანკი, 4430 ჯავშანტექნიკა, 1147 ერთეული საარტილერიო სისტემა, 294 ერთეული მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 156 ერთეული საჰაერო თავდაცვის სისტემა, 236 საბრძოლო თვითმფრინავი, 206 ვერტმფრენი, 864 ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი, 15 გემი/ნავი, 3276 სხვადასხვა ავტომობილი და ტანკერი, 106 ერთეული სპეცტექნიკა და 203 ფრთოსანი რაკეტა“, - აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო