უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი - ომის შედეგად უკრაინას 105 მილიარდი აშშ დოლარის ინფრასტრუქტურული ზიანი მიადგა - სრულ ინფორმაციას არ ვფლობთ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, წარმოიდგინეთ იქ რა ხდება

ჩვენი შეფასებით, რუსეთის ომის შედეგად უკრაინას 105 მილიარდი აშშ დოლარის ინფრასტრუქტურული ზიანი მიადგა, - აღნიშნულის შესახებ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ოლეკსანდრ კუბრაკოვმა თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე ჩართვისას განაცხადა.

კუბრაკოვის თქმით, უკრაინის მხარე რუსეთის მიერ მიყენებული ზარალის დასათვლელად საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მსოფლიო ბანკთან ერთად მუშაობს.

„ჩვენი შეფასებით, ინფრასტრუქტურული ზარალი 105 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს. აღნიშნული ეხება საცხოვრებელ სახლებს, სახელმწიფო შენობებს, მუნიციპალურ და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას - გზებს, ხიდებს, რკინიგზას, პორტებსა და აეროპორტებს.

ამასთან, უნდა აღვნიშნო, რომ ჯერჯერობით სრულ ინფორმაციას არ ვფლობთ დროებით ოკუპირებული ტერიტორიებზე მიყენებული ზარალის შესახებ, წარმოიდგინეთ იქ რა ხდება“, - განაცხადა უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისში მეექვსე საერთაშორისო კონფერენცია “დიდება უკრაინას” იმართება. კონფერენციას მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვის, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი მასპინძლობენ და მასში ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი დონის ლიდერები მონაწილეობენ.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს