ექსპერტიზის დასკვნით, თბილისში, დეკემბერში მომხდარი მკვლელობისას, ორსულ ცოლს გოგა გზირიშვილმა სხეულზე 30 ჭრილობა მიაყენა, რომელთაგანაც უმეტესობა სასიკვდილო იყო

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ორსულ ცოლს გოგა გზირიშვილმა სხეულზე 30 ჭრილობა მიაყენა, რომელთაგანაც უმეტესობა სასიკვდილო იყო. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა ბრალდების მხარემ დღევანდელ სასამართლო პროცესზე წარადგინა.

დღევანდელ სხდომაზე უნდა დაკითხულიყვნენ ექსპერტებიც, თუმცა თავად ბრალდებულმა და მისმა ადვოკატმა დასკვნა უდავოდ ცნეს, რის გამოც მისი სასამართლოში გამოკვლევა საჭირო აღარ გახდა.

პროკურორ გია შაიშმელაშვილის განცხადებით, ბრალდების მხარეს აღნიშნულ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვს.

„დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ გზირიშვილის ბრალდების საქმესთან დაკავშირებით სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა წარადგინა. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა ჩატარებულია გზირიშვილის მეუღლის გვამზე. შესაბამისად, მიღებულია ინფორმაცია, რომ გვამს სხეულის სხვადასხვა ადგილზე 30 ჭრილობა აღენიშნებოდა. მათგან უმეტესობა სიკვდილთან უშუალო კავშირში, სიცოცხლისთვის სახიფათო იყო. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია ცალმხრივ ლესილი, ცივი იარაღის გამოყენებით.

ჭრილობების უმეტესობა სასიცოცხლო ორგანოებზე, მათ შორის, გულ-მკერდის არეში იყო მიყენებული.

თუ ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით ვიმსჯელებთ, ჭრილობათა სიმრავლე მიუთითებს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაზე და დადგენილია, რომ გარდაცვლილი და ბრალდებული მეუღლეები იყვნენ. ვფიქრობ, სასამართლო გზირიშვილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს მიიღებს ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის ნაწილში. შესაბამისად, ადეკვატური და სამართლიანი სასჯელის მოლოდინი გვაქვს“, - განაცხადა შაიშმელაშვილმა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა გადაისინჯა და ის ძალაში დარჩა.

ცნობისთვის, მკვლელობა გასული წლის 22 დეკემბერს, თბილისში მოხდა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ორსული ქეთა კეპულაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

გზირიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გოგა გზირიშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ სრულად ცნობს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე