კურტ უოლკერი - რუსეთსა და უკრაინას შორის ნებისმიერი მოლაპარაკება უნდა ეფუძნებოდეს წინაპირობას, რომ რუსულმა ძალებმა უკრაინის მთელი ტერიტორია დატოვონ

ჩვენ დასავლეთიდან მკაფიოდ უნდა განვაცხადოთ, რომ ნებისმიერი მოლაპარაკება რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების შესახებ უნდა ეფუძნებოდეს იმ წინაპირობას, რომ რუსეთის ძალებმა უკრაინის მთელი ტერიტორია დატოვონ, მთელი ტერიტორია, - ამის შესახებ უკრაინაში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა კურტ უოლკერმა თბილისში მიმდინარე კონფერენციაზე „დიდება უკრაინას“ განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებელია, რომ დასავლეთმა უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი არტილერია, ტანკები და საბრძოლო თვითმფრინავები მიაწოდოს.

„ჩვენ უნდა მივაწოდოთ რაც შეიძლება შორ მანძილზე მოქმედი არტილერია, გამანადგურებელი თვითმფრინავი, ტანკები და საჰაერო თავდაცვის სისტემები მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად“, - აღნიშნა უოლკერმა.

მისივე თქმით, აუცილებელია, უკრაინის ეკონომიკისთვის დახმარების გაწევა.

„უნდა გავაგრძელოთ უკრაინის ეკონომიკის გადატვირთვა. ომის გამო უკრაინის ეკონომიკა დაახლოებით 30%-ით შემცირდა. უმუშევრობა დაახლოებით 30%-ია. ჩვენ გვჭირდება კერძო სექტორის დაბრუნება და მე შევთავაზებდი, რომ ევროკავშირმა, აშშ-მა, კანადამ, გაერთიანებულმა სამეფომ დანიშნოს სპეციალური კოორდინატორი უკრაინის აღდგენისთვის, რომ ვიმუშაოთ უკრაინასთან ერთად კერძო ეკონომიკის ხელახლა დასაბრუნებლად”, - აღნიშნა უოლკერმა.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს