შალვა პაპუაშვილი ვადამდელ არჩევნებზე - განცხადების რომელი წინადადება, აბზაცი, ან სიტყვა გულისხმობს დეპოლარიზაციას? ეს არის რადიკალიზაციისკენ მიმართული ქმედება-არჩევნები 2024 წელს ჩატარდება

ამ განცხადებაში რომელი წინადადება, აბზაცი, ან სიტყვა გულისხმობს დეპოლარიზაციას? ეს არის რადიკალიზაციისკენ მიმართული ქმედება-არჩევნები 2024 წელს ჩატარდება. სერიოზულიც არ არის ამ თემებზე კომენტარის გაკეთება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ბრიფინგს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, „უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, ვადამდელი არჩევნები უნდა ჩაინიშნოს“.

როგორც პაპუაშვილი განმარტავს, აღნიშნულ მოთხოვნას საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვს.

“იმდენად ბანალური გახდა რადიკალური ოპოზიციის ქმედებები და იმდენად წინასწარ განჭვრეტადია, რომ რთულია ამაზე კომენტარი. ჩვენ ვნახეთ, რომ მას შემდეგ, რაც ევროპულმა საბჭომ მიიღო კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილება, 12 რეკომენდაციაში პირველი გაწერა დეპოლარიზაცია, მეორე დღეს კი ჩატარდა აქცია, რომელმაც ულტიმატუმი წამოუყენა პარლამენტს.

იმის ნაცვლად, რომ დეპოლარიზაციისკენ გადაედგათ ნაბიჯი, პირიქით, პოლარიზაციის გაღრმავებისა და რადიკალიზმისკენ გადადგეს ნაბიჯი. ესეც იგივე განცხადებაა. ამ განცხადებაში რომელი წინადადება, აბზაცი, ან სიტყვა გულისხმობს დეპოლარიზაციას? ეს არის რადიკალიზაციისკენ მიმართული ქმედებაა.

როდესაც პოლარიზაციის საკითხზე ვსაუბრობთ, სინამდვილეში ჩვენ საქართველოში გვაქვს არა პოლარიზაცია, არამედ ოპოზიციის ნაწილის რადიკალიზაცია, რაც იწვევს ამ პოლარიზაციას. მთავარი პრობლემაა არა პოლარიზაცია, არამედ ოპოზიციის ნაწილის რადიკალიზაცია, ის რადიკალური დღის წესრიგი, რომელსაც მიჰყვებიან. ეს გულისხმობს ერთ რამეს, ხელისუფლების არაღიარებას. ეს არის მთავარი გამოწვევა. არჩევნები 2024 წელს ჩატარდება. სერიოზულიც არ არის ამ თემებზე კომენტარის გაკეთება. არჩევნები ახალი ჩატარებული იყო, როდესაც ვადამდელს ითხოვდნენ. ამის შემდეგ სეზონის მიხედვით ეს მოთხოვნები კვლავ ისმის. სამწუხაროდ, ოპოზიციის ეს ნაწილი საკუთარ შეცდომებზე ვერ სწავლობს, რომ არანაირი მხარდაჭერა მათ და ამ მოთხოვნას საზოგადოებისგან არ აქვს. ისინი ამით იმას აღწევენ, რომ კიდევ უფრო მეტად მარგინალიზირდებიან “,-აღნიშნავს პაპუაშვილი.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შექმნილი უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად საქართველოში უნდა ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ნაბიჯი, მოქმედება, აქტივობა ამ მიზნის მისაღწევად იქნება მიმართული“, - განაცხადა მელიამ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ