სერჰი გაიდაი - კრემენნაიაში უკრაინელებმა 400 რუსი გაანადგურეს

კრემენნაიაში, ლუგანსკის რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დაბომბვის შედეგად, ოთხასამდე ოკუპანტია ლიკვიდირებული. ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰი გაიდაიმ Telegram-ში განაცხადა.
„კრემენნაიაში განადგურდა რამდენიმე შენობა, სადაც რუსი სამხედროები იყვნენ განლაგებული: ზარალი შეადგენს 400 პერსონალს, დაახლოებით 100 ცალი ტექნიკა მწყობრიდან გამოსულია”, - აცხადებს გაიდაი.
მან აღნიშნა, რომ მთავარი მიმართულება, საიდანაც რეგიონის დეოკუპაციის ეტაპი დაიწყება, არის იზიუმსკოე.

























