დენის შმიგალი - ევროკავშირმა და უკრაინამ 5 შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლებიც ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანებასთან აახლოებს და ხელს უწყობს სახელმწიფოს მდგრადობას რუსი აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაში

ევროკავშირმა და უკრაინამ 5 შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლებიც ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანებასთან აახლოებს და ხელს უწყობს სახელმწიფოს მდგრადობას რუსი აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაში,- ამის შესახებ გერმანიაში ვიზიტით მყოფმა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა.

მისი თქმით, ერთ-ერთი შეთანხმების თანახმად, უკრაინა სახელმწიფო ბიუჯეტის სტაბილიზაციის ხელშესაწყობად ევროკავშირისგან 500 მილიონ ევროს მიიღებს.

„ევროკავშირის მიერ გამოყოფილ სახსრებს მიზნობრივი დანიშნულება აქვს და დაიხარჯება ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებულ პირთათვის საცხოვრებით უზრუნველყოფაზე, ასევე მცირე ფერმერების მხარდაჭერაზე, რათა მათ შეძლონ თავისი საქმის გაგრძელება და განვითარება“, - განაცხადა პრემიერმა.

უკრაინამ ასევე ხელი მოაწერა საბაჟო სფეროში თანამშრომლობის ევროკავშირის პროგრამას.

„პირველი ოქტომბრიდან ამუშავდება საბაჟო თავისუფალი რეჟიმი ევროკავშირთან“, - განაცხადა შმიგალმა.

კიდევ ერთი შეთანხმება, პრემიერის ინფორმაციით, საგადასახადო სფეროში თანამშრომლობას ეხებოდა. ასევე გაფორმდა შეთანხმება, რომლის წყალობითაც ევროკომისია გაზრდის უკრაინის გრანტებისთვის ბიუჯეტს 122 მილიონი ევროთი.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს