ვოლოდიმირ ზელენსკი - ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიის დაბომბვა ნიშნავს, რომ ტერორისტი სახელმწიფოსთვის სულ ერთია რას იტყვის ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო, რას გადაწყვეტს საერთაშორისო საზოგადოება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსი ოკუპანტების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიის მორიგ დაბომბვას გამოეხმაურა. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

„რუსული მორიგი პროვოკაციული თავდასხმის გამო ენერგოგადაცემის უკანასკნელი ხაზი დაზიანდა, რომელიც ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს უკრაინის ენერგოსისტემასთან აკავშირებდა. ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც რუსული პროვოკაციის წყალობით ზაპოროჟიეს სადგურზე რადიაციულ კატასტროფამდე ერთი ნაბიჯი რჩებოდა.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიის დაბომბვა ნიშნავს იმას, რომ ტერორისტი სახელმწიფოსთვის სულ ერთია რას იტყვის ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო, მას არ ანაღვლებს, რას გადაწყვეტს საერთაშორისო საზოგადოება. რუსეთი დაინტერესებულია მხოლოდ იმით, რომ ვითარება მომავალშიც გაუარესდეს. ამის გამოსწორება მხოლოდ სანქციების გაძლიერებით არის შესაძლებელი და რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ ყველაზე დონეზე აღიარებით“,- განაცხადა ზელენსკიმ.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს