უკრაინელებმა სამხრეთით ოკუპანტების საბრძოლო მასალის საწყობები და ვერტმფრენი გაანადგურეს

უკრაინელმა დამცველებმა, გასული დღის განმავლობაში, სამხრეთ უკრაინაში 86 ოკუპანტი და მტრის საბრძოლო მასალის საწყობები გაანადგურეს, - ინფორმაციას ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, უკრაინულმა ავიაციამ 18 დარტყმა მიაყენა მტრის პოზიციებს, ლოგისტიკას, სარდლობას და პოზიციებს.
„მიკოლაივის ოლქის ნოვოგრიგორევკას რაიონში ჩვენს პოზიციებზე თავდასხმის მცდელობისას განადგურებულ იქნა მტრის Ka-52 ვერტმფრენი “, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
სარდლობაში აცხადებენ, რომ სარაკეტო და საარტილერიო ნაწილებმა შეასრულეს 370 საცეცხლე ამოცანა მტრის საჰაერო თავდაცვის დანაყოფების, ძალების და აქტივების კონცენტრაციის ტერიტორიების, ელექტრონული ომის სადგურების და პონტონური გადასასვლელების განადგურების მიზნით დარიევკას მახლობლად და კახოვკის ჰიდროელექტროსადგურთან.
„ოკუპანტების დადასტურებული დანაკარგებია: 86 ჯარისკაცი, 4 ტანკი, 12 ჯავშანტექნიკა, 4 ერთეული Msta-B და Msta-S 152 მმ კალიბრიანი ჰაუბიცები, საკომუნიკაციო სადგური და ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა.
გარდა ამისა, უკრაინელმა მებრძოლებმა ბერისლავის, ხერსონისა და ბაშტანის ტერიტორიებზე მოწინააღმდეგის საბრძოლო მასალის 4 საცავი გაანადგურეს.

























