ვოლოდიმირ ზელენსკი - ეს ძალიან რთული ომია, მაგრამ ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენს ტერიტორიას - მინდა, რომ მტერმა ჩვენგან სიურპრიზები მიიღოს

ეს ძალიან რთული ომია. ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენს ტერიტორიას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინელებმა ოკუპირებული ტერიტორიის ეტაპობრივი დეოკუპაცია უნდა განახორციელონ.

„ეს ამოცანა რთულია და მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ასეც მოხდება, მხოლოდ დროის საკითხია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

კითხვაზე, თუ რატომ გადაწყვიტეს უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის ოლქში კონტრშეტევის დაწყება, ზელენსკიმ უპასუხა: „არ ვიტყვი, რომ ეს არის მხოლოდ კონტრშეტევა ხერსონში. არის მიმართულება ან მიმართულებები - მრავლობით რიცხვში და ჩვენ წინ უნდა წავიდეთ“.

ამასთან, მან არ ისურვა დეტალებზე საუბარი, როდესაც ჟურნალისტმა სთხოვა დაზუსტება, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ხერსონი ერთადერთი მიმართულება არაა, სადაც კონტრშეტევა მიმდინარეობს.

„სამხედრო მოქმედებების დეტალებს ვერ განვიხილავ. მინდა, რომ მტერმა ჩვენგან სიურპრიზები მიიღოს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია