რუსულმა ძალებმა კრივოი-როგში ნავთობბაზა დაბომბეს, მეხანძრეები ძლიერ ხანძარს ებრძვიან

ოკუპანტების მიერ კრივოი-როგის დაბომბვის შედეგად ნავთობბაზაზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა, - ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის საოლქო- სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვალენტინ რეზნიჩენკომ „ტელეგრამზე“ დაწერა.

„კრივოი-როგზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. ნავთობბაზაზე ძლიერი ხანძარია. ადგილზე მეხანძრეები მუშაობენ. ნგრევის მასშტაბები და ინფორმაცია დაშავებულების შესახებ ზუსტდება“, - აცხადებს რეზნიჩენკო.

მანამდე, უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოკუპანტებმა დღეს დილით კრივოი-როგი დაბომბეს და ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - ემოციური ზაფხული და არანაკლებ სახიფათო შემოდგომა გველის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
ლოპოტა კერამიკული ქანდაკებების საერთაშორისო სიმპოზიუმს Bird of Paradise 2024-ს მასპინძლობს