რომან გოცირიძე - ჯერ ტრიო იყო, შემდეგ ოთხეული გახდა, ვხედავ შიშს თქვენს თვალებში და გაძლიერებულ ლოცვებს: „ღმერთო, მიშველე, ნეტავ არ გავხდე მეხუთე“, „ბატონო ბიძინა, ოღონდ მე არა“ - გული მიგრძნობს, რომელიღაც ქალს დანიშნავს

ახალი რეალობა შეიქმნა პარლამენტში. შემოვედით და რას ვხედავთ? შიშს თქვენს თვალებში. ალბათ, გაძლიერებულ ლოცვებს თქვენს გულებში. მარჯვენა ფლანგზე დეპუტატებს ერთი ოცნება აქვთ: ღმერთო, მიშველე ნეტავ არ გავხდე მეხუთე“,- ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ საშემოდგომო სესიაზე საპარლამენტო უმრავლესობას.

როგორც რომან გოცირიძე აღნიშნავს, „ქართული ოცნება“ ამოფარებულია ოთხეულს, რომელიც ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას ეწევა.

„ახალი რეალობა შეიქმნა ჩვენს პარლამენტში. შემოვედით და რას ვხედავთ? შიშს თქვენს თვალებში. ალბათ, გაძლიერებულ ლოცვებს თქვენს გულებში. ერთი ოცნება აქვთ აქ მარჯვენა ფლანგზე დეპუტატებს: „ღმერთო, მიშველე ნეტავ არ გავხდე მეხუთე, ნეტავ არ გავხდე მეექვსე“. ჯერ ტრიო იყო, შემდეგ ოთხეული გახდა. ვის უნდა სანქციების ქვეშ მოყოლა, ვის უნდა სამარცხვინო იარლიყით სიარული, ვის უნდა მოღალატის ძახილი? აქ ყველა ფიქრობს: ბატონო ბიძინა, ოღონდ მე არა. არავინ იცით ვინ იქნება. „ორერა“ კვარტეტი იყო ოთხი კაცი, რაღაც „პეწი“ აკლდა და ქალი დაემატა. გული მიგრძნობს, რომ რომელიღაც ქალს დანიშნავს ბიძინა ივანიშვილი გენდერული ბალანსის დასაცავად. სამარცხვინოა, „ქართული ოცნება“ ამოფარებულია ოთხეულს, რომელიც ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას ეწევა, ილაშქრებს ჩვენი პარტნიორების წინააღმდეგ, პირდაპირ დგას რუსეთის გზაზე. ეს ხართ თქვენ!“- აღნიშნავს გოცირიძე.

როგორც გოცირიძე განმარტავს, მმართველ გუნდს სურს საკუთარი წარუმატებლობა სხვისი წარმატებით გადაფაროს.

„გამოდის პრემიერი და იძახის ეკონომიკა იზრდება და ქვეყანაში ყველაფერი კარგად არისო. პარადოქსული ეკონომიკაა საქართველოში. ეკონომიკა იზრდება და ხალხი ღატაკდება. რომელ ზრდაზეა საუბარი, როდესაც ოფიციალურად არის ინფლაცია 11 %. რატომ ვერ ვგრძნობთ ეკონომიკური ზრდის შედეგებს? რატომ იცლება ჩვენი ქვეყანა? გამოდიხართ და სპორტით ამაყობთ. იცით, ეს რას ჰგავს? დაღლილი და დაქანცული ხარი რომ მოდის, ოფლიანი სამუშაოდან და რქაზე ბუზი აზის, რომელიც იძახის, ოჰ ორივე მაგრად ვმუშაობდითო. ის ბუზები ხართ, რომლებიც სპეკულირებთ სპორტსმენების წარმატებით და გინდათ თქვენი წარუმატებლობა მათი წარმატებით გადაფაროთ. წარუმატებელი ხელისუფლება ხართ“,- აღნიშნავს რომან გოცირიძე.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო