გუბერნატორი - უკრაინულმა ძალებმა ლუგანსკში წინ წაიწიეს

ლუგანსკის ოლქის გუბერნატორის, სერჰი გაიდაის ინფორმაციით, უკრაინულმა ძალებმა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, ლუგანსკში წინ წაიწიეს და ფეხი მოიკიდეს.
„ლუგანსკის ოლქი თავის დაცვას განაგრძობს. მტრის თავდასხმები მოგერიებულია, არის გარკვეული დადებითი შედეგები: ჩვენმა დამცველებმა მცირედით წინ წაიწიეს და ფეხი მოიკიდეს. ველოდებით დეოკუპაციას“, - წერს გაიდაი.
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ უკრაინული ძალები კონტრშეტევას ქვეყნის აღმოსავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთითაც ახორციელებენ.
„უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევითი მოქმედებები მიმდინარეობს არა მხოლოდ უკრაინის სამხრეთით, არამედ აღმოსავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით“, - აღნიშნა არესტოვიჩმა.

























