ოკუპირებულ ბერდიანსკში, რუსეთის მიერ დანიშნული ოფიციალური პირი ავტომობილში ააფეთქეს

უკრაინის ქალაქ ბერდიანსკში, რომელიც რუსეთის მიერაა ოკუპირებული, რუსეთის მიერ დანიშნულ ოფიციალურ პირს თავს დაესხნენ. კომენდანტად დანიშნული არტემ ბარდინი მაშინ დაშავდა, როდესაც მისი მანქანა სამოქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის შენობასთან ააფეთქეს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

„დღეს, 6 სექტემბერს, ბერდიანსკის ცენტრში, სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის შენობასთან, ქალაქის კომენდანტის არტემ ბარდინის მანქანა ააფეთქეს. აფეთქების შედეგად ქალაქის კომენდანტი საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს. ექიმები მას აუცილებელ სამედიცინო დახმარებას უწევენ“, - აცხადებენ მერიაში.

ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია აფეთქება, თუმცა რუსმა ოკუპანტებმა მომხდარში უკრაინა დაადანაშაულეს.

„კიევის რეჟიმის ტერორისტები აგრძელებენ გათავისუფლებული ტერიტორიების მცხოვრებლების დაშინების მცდელობებს“, - აცხადებენ ქალაქის პრორუსული მერიაში.

როგორც მედია წერს, აფეთქების შედეგად კიდევ სამი მანქანა დაზიანდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო