IAEA-ს ინფორმაციით, მათმა ინსპექტორებმა, რომლებიც ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში იმყოფებიან, ობიექტზე რუსეთის ბირთვული სააგენტოს ექსპერტთა ჯგუფის წევრები დაინახეს

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) განაცხადა, რომ მათმა ინსპექტორებმა, რომლებიც უკრაინაში, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში იმყოფებიან, ობიექტზე რუსეთის ბირთვული სააგენტოს „როსენერგოატომის“ ექსპერტთა ჯგუფის წევრები დაინახეს.

„უკრაინის ელექტროსადგურის თანამშრომლებმა და მენეჯერებმა გუნდს განუმარტეს, რომ ამ ექსპერტთა ჯგუფის როლი იყო ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურის მენეჯმენტისთვის რჩევების მიცემა ბირთვული უსაფრთხოებისა და ოპერაციების შესახებ“, - აღნიშნა IAEA-მ.

ამასთან, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო დასძენს, რომ „როსატომის" უფროსი ტექნიკური პერსონალის ყოფნამ შეიძლება გამოიწვიოს ჩარევა ოპერაციული ბრძანების ან უფლებამოსილების ნორმალურ ხაზებში და შექმნას პოტენციური დაპირისპირებები გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით“.

IAEA აცხადებს, რომ „ენერგოატომის“ გუნდებმა დღეში სამ ცვლაში შეძლეს როტაცია, მაგრამ სიტუაციამ უარყოფითი გავლენა მოახდინა პერსონალზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა