ოკუპირებულ ენერგოდარში, რომლის სიახლოვესაც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მდებარეობს, ძლიერი აფეთქების გამო წყლისა და ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა

უკრაინის ოკუპირებულ ქალაქ ენერგოდარში, რომლის სიახლოვესაც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მდებარეობს, ძლიერმა აფეთქებამ წყლისა და ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვიტა გამოიწვია. ინფორმაციას მედია ადგილობრივი მერიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, უკრაინამ 24 საათის განმავლობაში 20 საარტილერიო ჭურვი ესროლა ქალაქ ენერგოდარსა და ბირთვული ობიექტის მიმდებარე ტერიტორიას.

ოფიციალური მოსკოვის მტკიცებით, სამი ჭურვი ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

შეგახსენებთ, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ ბირთვული უსაფრთხოებისა დაცვის ზონის შექმნას ითხოვს. მათივე ცნობით, რადიაციის დონე ამ არეალში ამჟამად ნორმალური რჩება.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო