ეკა ბესელია - დღეს ვეტოს დაძლევა პირდაპირ ნიშნავს 12 - პუნქტიანი დავალების შესრულებაზე უარის თქმას

ვეტოს დაძლევა პირდაპირ ნიშნავს 12 - პუნქტიანი დავალების შესრულებაზე უარის თქმას, - ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ პარლამენტის მიერ ე.წ. მოსმენების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაზე საუბრისას განაცხადა.

ეკა ბესელიას განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა ძალიან სწორად გამოიყენა ვეტო, როგორც ერთგვარი მუხრუჭის მექანიზმი, მაგრამ ეს ვერ გააცნობიერა პარლამენტში უმრავლესობამ.

„დღეს, როდესაც ვეტო დაძლიეს პრემიერის ბრიუსელში ყოფნის ფონზე, როდესაც 12 პუნქტიდან ერთ-ერთი სწორედ პერსონალური მონაცემების დაცვას ეხება, დღეს ვეტოს დაძლევა პირდაპირ ნიშნავს 12 პუნქტიანი დავალების შესრულებაზე უარის თქმას. ძალიან ცუდი სიგნალი იყო კიდევ ერთხელ ვეტოს დაძლევა. ქვეყნის შიგნით ეს ნიშნავს, რომ შენს საკუთარ მოქალაქეებს ეუბნები, რომ შენი პერსონალური სივრცე, პირადი ინფორმაცია, შენი კონსტიტუციური გარანტიები დაცული არ არის. ქვეყნის გარეთ ამბობ, რომ არ გაინტერესებს, რომ ამას ძალიან დიდი ზიანი მოჰყვება ქვეყნისთვის სწორედ ამ შეფასების ეტაპზე. ეს ვეტოს დაძლევა ბევრი თვალსაზრისით ძალიან ცუდი გზავნილი იყო „ოცნების“ მხრიდან. რამდენადაც სახიფათოა ახლა ამ ცვლილებების მიღება და ეს აუარესებს მოქალაქეების დაცვის გარანტიებს, იმდენად ძალიან საზიანოა პოლიტიკური თვალსაზრისითაც. ეს ამავდროულად სიგნალიც არის, რომ მმართველ პარტიას არ აქვს პასუხისმგებლობა გააზრებული. წესით საზოგადოება ამაზეც უნდა გამოდიოდეს გარეთ ქუჩაში.

პრეზიდენტმა ძალიან სწორად გამოიყენა ეს ერთგვარი მუხრუჭის მექანიზმი, მაგრამ ეს ვერ გააცნობიერა პარლამენტმა, პარლამენტის უმრავლესობამ. ახლა ამ პროცესში გაჩერება და ლოდინი ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკური სპექტრი არის გამოფიტული და უუნარო“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ