უკრაინელებმა სამხრეთით რამდენიმე დასახლება გაათავისუფლეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის სამხრეთ ნაწილში მდებარე რამდენიმე დასახლება დაიბრუნეს, - ამის შესახებ სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალების ერთობლივი საკოორდინაციო პრესცენტრის ხელმძღვანელმა ნატალია ჰუმენიუკმა განაცხადა.

მისი თქმითა, გათავისუფლებული ტერიტორიების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი, რათა არ მოხდეს ოკუპანტების მხრიდან მასიური დარტყმების განხორციელება.

„არის ტერიტორიები, რომლებიც უკვე გავათავისუფლეთ და არსებობს სავარაუდო დრო ამ ტერიტორიების გამოცხადებისთვის, რომლებიც უკვე მთლიანად უკრაინის იურისდიქციაშია. ამიტომ, ცოტა ხანს მოვითმინოთ, ვამზადებთ ოფიციალურ შეტყობინებას ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა ჰუმენიუკმა.

მისი თქმით, უკრაინელი სამხედროები ძალიან სერიოზულად აკვირდებიან, რათა გათავისუფლებულ დასახლებებში მტერმა მასიური საარტილერიო და საჰაერო დარტყმები არ განახორციელოს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე