ლიზ ტრასმა მთავრობის წევრები წარადგინა

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა მთავრობის ახალი წევრები წარადგინა.

ბრიტანეთის კანცლერი კვასი კვარტენგი იქნება, ჯეიმს კლერლი საგარეო საქმეთა მინისტრი, სუელა ბრავერმანი კი შინაგან საქმეთა მინისტრი გახდება.

ლიზ ტრასის ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი, ტერეზა კოფი, ჯანდაცვის მინისტრად და პრემიერ-მინისტრის მოადგილედ დაინიშნება.

თავდაცვის მინისტრი, ბენ უოლესი ერთერთია იმ მცირერიცხოვან მინისტრებს შორის, რომლებიც ახალ მთავრობაში თანამდებობებს შეინარჩუნებენ.

ლიზ ტრასი გაერთიანებული სამეფოს 56-ე პრემიერ-მინისტრად ოფიციალურად დედოფალმა გუშინ დანიშნა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა