1-ელ სექტემბერს ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ შილდის მიმდებარე ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. 5 დღის განმავლობაში 24-საათიან, უწყვეტ რეჟიმში სტიქიის ზონაში თავდაუზოგავად მუშაობდნენ ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენლები, - ამის შესახებ კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა განაცხადა.
გიორგი ალადაშვილი ყვარელში გაჩენილი ხანძრის დროული ლოკალიზებისთვის სახელმწიფო უწყებებსა და სოფელ შილდის მოსახელობას მადლობას უხდის.
“1-ელ სექტემბერს ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ შილდის მიმდებარე ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. 5 დღის განმავლობაში 24 - საათიან, უწყვეტ რეჟიმში სტიქიის ზონაში თავდაუზოგავად მუშაობდნენ ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენლები.
მსურს გამოვხატო ჩემი გულწრფელი დამოკიდებულება და მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, თავდაცვის ძალების, ადგილობრივი ხელისუფლების, მედიისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თითოეულ წარმომადგენელს.
უდიდესი მადლობა სოფელ შილდის მცხოვრებლებს, რომელთაც სტიქიასთან ბრძოლის დროს განსაკუთრებული, მაღალი სამოქალაქო თვითშეგნება გვაჩვენეს და ზემოთ ჩამოთვლილი უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, თავიანთი დამსახურებული წვლილი შეიტანეს ხანძრის ლიკვიდაციის პროცესში“, - აღნიშნავს კახეთის სახელმწიფო რწმუნებული.
ინფორმაციას კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"