„გარდიანი“ - უკრაინამ ხარკოვის რეგიონში მოულოდნელი კონტრშეტევა წამოიწყო

უკრაინამ ხარკოვის რეგიონში მოულოდნელი კონტრშეტევა წამოიწყო. ამის შესახებ გარდიანი“ წერს.
რუსეთის მიერ კონტროლირებადი ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენელმა დანიილ ბესონოვმა განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა ქალაქ ბალაკლიას, სადაც 27 000 ადამიანი ცხოვრობს, „ალყა შემოარტყეს“.
მანვე დასძინა, რომ უკრაინული შეტევა წარმატების შემთხვევაში საფრთხეს შეუქმნის რუსეთის ძალებს იზიუმში, რომელიც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქია და რომელსაც რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში საკუთარი შეტევისთვის იყენებს.
„გარდიანის“ ცნობით, დღეს სოციალურ მედიაში გავრცელდა კადრები, სადაც ასახულია თუ როგორ პოზირებს უკრაინელი ჯარისკაცი ქალაქ ბალაკლიას შესასვლელში.

























