ოლაფ შოლცმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის დახმარების შემდგომი გზები განიხილეს

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ტელეფონით უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა. გერმანიის ლიდერმა უკრაინელ კოლეგას ოფიციალური ბერლინის განგრძობადი მხარდაჭერა აღუთქვა. ინფორმაციას დასავლური მედია გერმანიის მთავრობის პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.

შოლცმა და ზელენსკიმ უკრაინის დახმარების შემდგომი გზები, მათ შორის, ომის შემდგომ ქვეყნის აღდგენა განიხილეს.

სატელეფონო საუბრისას გერმანიის კანცლერმა ყურადღება გაამახვილა 25 ოქტომბერს, ბერლინში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციის ინტენსიურ სამზადისზე, რომელიც უკრაინის დახმარებას შეეხება.

უკრაინისა და გერმანიის ლიდერები ასევე შეთანხმდნენ, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაცვას დიდი მნიშვნელობა აქვს. მათ მხარი დაუჭირეს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ გუშინ გამოქვეყნებულ ანგარიშს, რომელიც ბირთვული ობიექტის გარშემო დაცვის ზონის შექმნას მოითხოვს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა