რუსეთის მმართველი პარტიის წარმომადგენელი უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოდის

რუსეთის მმართველი პარტიის „ერთიანი რუსეთის“ წარმომადგენელი ანდრეი ტურჩაკი 4 ნოემბერს უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების შეთავაზებით გამოდის.

მისი თქმით, „სწორი და სიმბოლური" იქნება რეფერენდუმის ამ დღეს გამართვა, როდესაც რუსეთი „ეროვნული ერთობის დღეს“ ზეიმობს.

ტურჩაკის განცხადებით, ნებისმიერ შემთხვევაში, კენჭისყრა აუცილებლად წელს ჩატარდება.

ცნობისთვის, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების პრორუსი ოფიციალური პირები მანამდე აცხადებდნენ, რომ რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმი 11 სექტემბერს ჩატარდებოდა. თუმცა, ორშაბათს, ოკუპირებულ ხერსონის რეგიონში, რუსეთის მიერ დანიშნულმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ უკრაინული ძალების თავდასხმების გამო, ისინი დაგეგმილ რეფერენდუმს "აჩერებენ".

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს