უკრაინელებმა სამხრეთით 100-ზე მეტი ოკუპანტი, მტრის აღჭურვილობა და საბრძოლო მასალის ორი საცავი გაანადგურეს

უკრაინელმა სამხედროებმა, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, გასული დღის განმავლობაში 100-ზე მეტი ოკუპანტი, მოწინააღმდეგის 40-მდე ერთეული აღჭურვილობა და საბრძოლო მასალის ორი საცავი გაანადგურეს,- ინფორმაციას ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოწინააღმდეგის ძირითადი ყურადღება ახლა ორიენტირებულია ოკუპირებული ხაზების შენარჩუნებაზე, არტილერიითა და ნაღმმტყორცნებით თავდასხმების განხორციელებაზე, საჰაერო და სარაკეტო დარტყმებზე. საპასუხოდ, უკრაინულმა ავიაციამ გასული დღის განმავლობაში რუსულ ძალებს 13 დარტყმა მიაყენა.

„ჩვენმა ავიაციამ 13 დარტყმა მიაყენა მოწინააღმდეგის ჯარების ლოგისტიკურ და საკონტროლო ობიექტებს. სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა შეასრულეს 370-ზე მეტი საცეცხლე ამოცანა, რის შედეგადაც განადგურდა 108 ოკუპანტი, 5 ტანკი და 3 ერთეული მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა“, - აცხადებენ ოპერატიულ სარდლობაში.

მათივე ცნობით, ასევე განადგურდა 15 ერთეული ჯავშანტექნიკა, 10 ჰაუბიცა და მძიმე საარტილერიო იარაღი, 120 მმ-იანი ნაღმმტყორცნი, 2 ერთეული S-400 ტიპის სარაკეტო სისტემა და რუსული ძალების ორი საბრძოლო საცავი ნიკოლაევსკის რაიონში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო