CNN - უკრაინელებს ოკუპირებული ხერსონის წლის ბოლომდე დაბრუნება სურთ

CNN - უკრაინელებს ოკუპირებული ხერსონის წლის ბოლომდე დაბრუნება სურთ

ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ახალი კონტრშეტევის დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ, უკრაინული ძალები გარკვეულ წარმატებას აღწევენ, მათი მიზანია რუსეთის მიერ ოკუპირებული ხერსონის ოლქის უმეტესი ნაწილი წლის ბოლომდე დაიბრუნონ, - ამის შესახებ ამერიკელმა და უკრაინელმა მაღალჩინოსნებმა CNN-ს განუცხადეს.

აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური პირის თქმით, აშშ ხედავს, რომ უკრაინული ძალები გარკვეულ წარმატებებს აღწევენ რუსეთის მიწოდების ხაზებზე თავდასხმაში, იმ განზრახვით, რომ ამჟამად მდინარე დნიპროს დასავლეთით განლაგებული რუსული ძალების იზოლირება მოახდინოს.

„რაც ჩვენ ხერსონის ოლქში ვნახეთ, უპირველეს ყოვლისა არის უკრაინელების მხრიდან უწყვეტი თავდასხმის ოპერაციები. ისინი აგრძელებენ წინსვლას. ჩვენ ვიცით, რომ მათ რამდენიმე სოფელი დაიბრუნეს“, - განაცხადა პენტაგონის საჰაერო ძალების პრესმდივანმა, პეტ რაიდერმა.

უკრაინელი ოფიციალური პირების თქმით, მათი მიზანია სულ მცირე მდინარე დნიპროს ჩრდილოეთით ან დასავლეთით მთელი ტერიტორია დაიკავონ, მათ შორის არა მხოლოდ ქალაქი ხერსონი, არამედ ნოვა კახოვკა, სადაც მდებარეობს მნიშვნელოვანი ჰიდროელექტროსადგურის და ასევე არხი, რომელიც ყირიმს წყლით ამარაგებს.

ამასთან, ამერიკელი მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ უკრაინულმა ძალებმა გააძლიერეს თავდასხმები აღმოსავლეთ უკრაინაში, რათა რუსეთის ძალების სამხრეთისკენ გადაადგილება აღკვეთონ.

აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ უკრაინის მიზანი ხერსონი 2022 წლის ბოლომდე აიღონ, ამბიციურია, მაგრამ შესაძლებელია, თუ უკრაინა გააგრძელებს პროგრესს მიმდინარე ოპერაციებში.