ირაკლი ქადაგიშვილი პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შესახებ აშშ-ს საელჩოს განცხადებაზე - რა შუაშია მოქალაქეებზე კონტროლის დამატებითი მექანიზმი?! - დალოცვილებო, წაიკითხეთ რა კანონები!

რა შუაშია მოქალაქეებზე კონტროლის დამატებითი მექანიზმი?! - დალოცვილებო, წაიკითხეთ რა კანონები! - ასე ეხმაურება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ე.წ. ფარული მოსმენების კანონპროექტზე და პარლამენტის მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაზე აშშ-ს საელჩოს განცხადებას.

მისი თქმით, სულ მცირე კორექტული ფორმულირებაა საჭირო.

"კანონპროექტი სისხლის სამართლებრივი დევნის სიტუაციაში კანონიერი ფარული მოსმენების დარეგულირებას ეხება. რა შუაშია მოქალაქეებზე კონტროლის დამატებითი მექანიზმი? - საუბარია დამნაშავეზე, რომელზეც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. უმაღლესი სტანდარტებით არის დარეგულირებული, თუ როგორ უნდა მოხდეს ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება კანონითაც, სასამართლოთი. ზოგადი განცხადებები აზიანებს ნორმალურ პროცესს. კანონპროექტით ფარულ მოსმენებზე საგამოძიებო ორგანოთა უფლებამოსულებები არ იზრდება. როგორი უფლებამოსულებაც იყო, ზუსტად იგივე რჩება, მხოლოდ რეგულაციები იცვლება, ოღონდ რა კუთხით - იცვლება გამჟღავნების თარიღი, ფარული მიყურადების ხანგძლივობა. ასევე საკმაოდ მძიმე მუხლები ემატება: - ქურდული სამყარო, ტერორიზმი, ნარკოვაჭრობა, ძალადობა და ა.შ. რომელი მუხლია სუსტი? - არცერთი.

ვეტოს დაძლევის წინ კომიტეტში მოსმენა იყო. ვინც ესწრებოდა, მათგან ერთი სამართლებრივი არგუმენტი მაინც მოისმინეთ, სადაც წერია, რომ ცვლილებები საერთაშორისო სტანდარტს არღვევს ან ადამიანის უფლებებს აუარესებს?! ხომ შეიძლება, ზოგადი პოლიტიკური განცხადების უკან ერთი სამართლებრივი არგუმენტი მაინც იყოს მოყვანილი?! - არის ანგაჟირებული პოლიტიკური შეტევის მცდელობა. სირცხვილია, რომ კანონს ვეტო ეხება და მოტივირებულ ვეტოს ერთი მოტივირებული შენიშვნა არ ახლავს", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს დაძლევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც საელჩო აღნიშნავს, აღნიშნული კანონი საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას აშორებს და უზრდის მთავრობას შესაძლებლობას, გააკონტროლოს თავისი მოქალაქეები.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია