თუ ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მოსამართლეს გაუჩნდება ეჭვი, რომ პირის მიმართ წამება ან დამამცირებელი მოპყრობა განხორციელდა, რეაგირებისათვის საგამოძიებო ორგანოს მიმართავს

თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის დროს მოსამართლეს გაუჩნდება ეჭვი, რომ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის მიმართ განხორციელდა წამება, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა ან თუ ამის შესახებ სასამართლოს თავად ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირი განუცხადებს, მოსამართლე რეაგირებისათვის შესაბამის გამოძიების ორგანოს მიმართავს.

ასეთ ნორმას “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“ სისხლის სამართლის წესით ბრალდებული ან მსჯავრდებული პირების მიმართ ითვალისწინებს, თუმცა იგივე გარანტია ადმინისტრაციული საქმეების წარმოების შემთხვევებში გათვალისწინებული არ არის.

როგორც კანონის პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ინიციატივის მიზანია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ეფექტიანობისა და დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდა და ამ მიზნით ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს მიერ შესასრულებელი ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციებიდან ერთ-ერთის შესასრულებლად იდენტიფიცირებული გაუმჯობესების შეთავაზება.

“აღნიშნული რეკომენდაციების მე-4 პუნქტი ითვალისწინებს მათ შორის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას.

კანონმდებლობით გათვალისწინებულია, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა ვრცელდება მათ შორის ისეთ დანაშაულებზე როგორიცაა: წამება, დამამცირებელი ან/და არაადამიანური მოპყრობა, თუ იგი ჩადენილია სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ.

აღნიშნული საქმეების ეფექტიანად გამოძიების უზრუნველმყოფი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ამ დანაშაულის დროული გამოვლენა და დაუყოვნებლივ შეტყობინება შესაბამისი საგამოძიებო ორგანოსადმი, ინფორმაციის მოპოვების ეფექტიანი მექანიზმების არსებობა, რაც მთლიანად სამსახურის ინსტიტუციური განვითარების აუცილებელი წინაპირობაა“, ნათქვამია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების პროექტის ინიციატორები არიან უმრავლესობის დეპუტატები: მიხეილ სარჯველაძე, ანრი ოხანაშვილი და ალუდა ღუდუშაური.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო