უსინათლო, ყრუ, სმენადაქვეითებული ან წერა-კითხვის არმცოდნე პირების მონაწილეობით გარიგების დადებასთან დაკავშირებული ურთიერთობები კანონით დარეგულირდება

უსინათლო, ყრუ, სმენადაქვეითებული ან წერა-კითხვის არმცოდნე პირების მონაწილეობით გარიგების დადებასთან დაკავშირებული ურთიერთობები კანონით დარეგულირდება. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის" ცვლილებებით, უსინათლო, ყრუ, სმენადაქვეითებული ან წერა-კითხვის არმცოდნე პირების მონაწილეობით გარიგების დადებასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება.

კანონპროექტი პარლამენტის წევრმა, რატი იონათამიშვილმა კოლეგებს პირველი მოსმენით გააცნო.

მისი განმარტებით, კანონპროექტზე მუშაობა ინკლუზიურად და დაინტერესებული პირების ჩართულობით წარიმართა." უსინათლოები გარიგებების დროს ბევრ უსამართლო ბარიერებს აწყდებიან და განსაკუთრებით ეს კერძო სექტორში აისახება. მიუხედავად იმისა, რომ მათ შეუძლიათ დადონ გარიგება, ისინი იძულებულნი არიან მესამე პირის, მოწმის თანდასწრებას, რაც მათ კონფიდენციალურობას უქმნის საფრთხეს. ეს ერთგვარ დისკრიმინაციულ მიდგომას წარმოადგენს. აღნიშნული საკითხები რამდენიმე წლის წინ იუსტიციის სამინისტრომ მინისტრის ბრძანებით დაარეგულირა, მაგრამ საჭიროა, რომ ეს მიდგომა კანონის დონეზე იყოს უზრუნველყოფილი", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

რატი იონათამიშვილმა კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილებები განმარტა და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას, დეპუტატებმა 74 ხმით, ერთხმად დაუჭირეს მხარი.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა